ზედაზენიდან დარეკავს ზარი,
ვალმოხდილს დაგლოცს მეფე თამარი...
იბრძვი ცხებული, რომ ხარ ნეტარი,
ამბოხებული ერის მხედარი...
დევებს შეები მხნედ, უშიშარი,
იტვირთე, დაგაქვს, მამულის ჯვარი...
გელათს შემოკრბა დავითის ჯარი,
ალავერდს უკრავს მაცხოვრის ქნარი...
მესიას ელის წმინდა ლაშარი,
სამების ძალი ერთარსი არი...
აღარ ჩამქრალა ჯერაც ლამპარი,
ხანძთა და ბანა, დიდი კლდეკარი...
უტეხი, ვითარც გიორგის ფარი,
რიონს გასძახის მცხეთიდან მტკვარი...
დარუბანდს მივა ქრისტეს ლაშქარი,
ისმის ოსანა, შემოვკრათ ზარი...
აჰა, განიხვნა ცაზე ზეკარი.
ნიკოფსიაზე დავდოთ საზღვარი...
მკათათვის 16, 2007
ქ. თბილისი.
mercoledì 28 maggio 2008
Iscriviti a:
Commenti sul post (Atom)
Nessun commento:
Posta un commento